– ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან კონტრაბანდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტების შეღწევა დესტაბილიზაცია და პროვოკაციაა

ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას იმ ფონზე, როდესაც მის საჰაერო სივრცეში მუდმივად შედიან კონტრაბანდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტები, ეს დესტაბილიზაციაა, ეს პროვოკაციაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ჰიბრიდული საფრთხე, რასაც ევროპა არ შეეგუება.
„ჩვენ ამას თავის სახელს ვეძახით: ჰიბრიდულ საფრთხეს. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ფლაგმანური პროექტები – აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობა და ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ლიეტუველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„სრული სოლიდარობა ლიეტუველ ხალხს ბელარუსის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული მუდმივი და პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს ჰიბრიდული აქტივობები უნდა შეწყდეს და ბელარუსმა უნდა აღკვეთოს შემდგომი ინციდენტები. ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმზე ზეწოლას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მისი თანამონაწილეობის გამო და მხარს დაუჭერს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას“, – წერს კოშტა.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, საჰაერო სივრცის დარღვევების გამო, ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგა რუგინინეს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან ჰელიუმის ათობით ბუშტი შეიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში