ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის მიერ “როსნეფტისა” და “ლუკოილის” დასანქცირებაზე - ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალი არსებობს, რომ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის მიერ “როსნეფტისა” და “ლუკოილის” დასანქცირებაზე - ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალი არსებობს, რომ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე

ვაფასებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან დღევანდელ საუბარს და სამინისტროს გადაწყვეტილებას, სანქციები დაეწესებინა მსხვილი რუსული ნავთობკომპანიებისთვის იმის გამო, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულებას არ იჩენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ევროკავშირის მე-19 პაკეტის მოახლოებული მიღებით, ეს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.