ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - აგრესორის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ - არ შევჩერდებით, ვიდრე უკრაინელი ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - აგრესორის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ - არ შევჩერდებით, ვიდრე უკრაინელი ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს

აგრესორის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას.
„პირველად მიზანში ვიღებთ რუსეთის ბუნებრივი აირის სექტორს - მისი სამხედრო ეკონომიკის საფუძველს. არ შევჩერდებით, ვიდრე უკრაინელი ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
„მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება“, - აცხადებს ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.