უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს მანამ, სანამ “დრუჟბას” ნავთობსადენის მუშაობას არ აღადგენს.

“დრუჟბას” მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.

27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, “დრუჟბას” მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით, მიმდინარეობის მილსადენის აღდგენის სამუშაოები.

უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.

“დრუჟბას” მილსადენის მუშაობის შეფერხების გამო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ და ასევე იმუქრებოდნენ ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტით.

ორბანმა ასევე განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განთავსების შესახებ, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” დაიცვას.

ამასთან ერთად, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“