უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს და პირობას უყენებს

28
უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს მანამ, სანამ “დრუჟბას” ნავთობსადენის მუშაობას არ აღადგენს – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
“დრუჟბას” მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.
27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, “დრუჟბას” მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით, მიმდინარეობის მილსადენის აღდგენის სამუშაოები.
უნგრეთი კი უკრაინას მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში ადანაშაულებს.
ორბანმა ასევე ისაუბრა, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განთავსების შესახებ, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” დაიცვას.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“