უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი – უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა.

„თუ უკრაინის მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების შეჩერებას ცრუ არგუმენტების გამოყენებით გააგრძელებს, მაშინ ამას დამატებითი საპასუხო ზომები მოჰყვება. ჩვენ უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის ვარიანტს განვიხილავთ“, – განაცხადა გულიაშმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს.

ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას წყვეტს იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება არ განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა