ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს

უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად!“- აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, ორბანის წყალობით, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და განსაკუთრებულად დიდს – მისი ადმინისტრაციის პირობებში.
„მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე. ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წლის არჩევნებში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს – ის არასდროს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს!“- წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა