ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა

სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე კაპრილემ ფეხით მოიგერია, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში თავის კლუბში დაბრუნდება. „ემპოლის“ კი მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა კამბიაგოს დარტყმული ბურთი ძელს
მოხვდა.
შესვენების შემდეგ „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ მცველი ნატანი მაცოკით შეცვალა, თუმცა თამაშის სურათი არ შეიცვალა, რამეთუ „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ხვიჩამ სცადა გატანა, ამჯერად ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა და 72-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა, ხოლო პოლიტანო ნგონჟიმ შეცვალა. ეგ იყო და ეგ - "ნაპოლიმ" მარცხი განიცდა გუნდთან, რომელმაც ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო.
„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს „რომას“ უმასპინძლებს.
„ემპოლიში“ მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.
ემპოლი - ნაპოლი 1:0
გოლი: (4)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.