არქივი20 აპრილი, 2024, 18:10
როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ემპოლისთან" მატჩში?
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "ემპოლის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.3 ქულა, Sofascore 6.4 ქულა, Whoscored 6.1 ქულა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. კალცონას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 28 აპრილს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.