ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თითქოს ფეხბურთელებს მატჩის მოგება არ უნდოდათ" - რა თქვა კალცონამ "ემპოლისთან" მარცხის შემდეგ?

სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოვახერხე. თითქოს, ფეხბურთელებს მოგება არ სურდათ. "ემპოლიმ" გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა.
ჩვენი მოვალეობაა, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავიღოთ. კვირიდან-კვირამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შეცდომებს ვუშვებთ, რაც უფრო მენტალური ხასიათის პრობლემაა", - განაცხადა კალცონამ.
"ნაპოლი" 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს "რომას" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.