ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს

პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტა-დრონი „პალიანიცა“, სრულიად „ახალი კლასის“ იარაღია.
„ეს აგრესორის წინააღმდეგ შურისძიების ჩვენი ახალი მეთოდია. მტერმა მარცხი განიცადა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოწყობილობა მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით რაკეტაც არის და დრონიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.