უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრას გამართავს დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „სუსპილნე” თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აღინიშნება, ზელენსკიმ სენატორი გრემის დარკძალვის ცერემონიაზე მიიღო მოწვევა.
ვიზიტის საბოლოო გეგმა – შეხვედრებისა და მონაწილეების სიით – ასევე მისი ხანგრძლივობა ამ მომენტისთვის დადასტურებული არ არის.
წყაროების ცნობით, ამ მომენტისთვის განიხილება იმის საკითხი თუ ვინ უძელმძღვანელებს უკრაინულ დელეგაციას იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პრეზიდენტი ვერ შეძლებს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას.




