პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედია - უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ხოლო კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელეს რუსული „მიგ-31“-ის აფრენის შესახებ, რომელიც „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ამასთან, ტკაჩენკოს ცნობით, ღამით რუსების იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.