ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა

უკრაინული მედია - უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქარხნის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.