სულ მცირე ერთი დაიღუპა და 11 დაშავდა რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად კიევში

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შაბათს გამთენიას რუსეთის ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 11 დაშავდა, მათ შორის ბავშვიც.
მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშში მონაწილეობდა რაკეტები და დრონები, რამაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ზიანის სრული მასშტაბი ჯერ უცნობია.
გავრცელებული ცნობებით, საჰაერო განგაშის სირენები აქტიურდებოდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
რუსეთის საჰაერო იერიშების ხშირი სამიზნეა. კვირის დასაწყისში ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ ბალისტიკური, ფრთოსანი, ჰიპერბგერითი რაკეტებისა და დრონების შეტევებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს აღწერით, ეს იყო „მასშტაბური კომბინირებული შეტევა“ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე.
2022 წლის თებერვლიდან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას დასავლელი მოკავშირეების მნიშვნელოვანი დახმარებით იგერიებს. რუსული ძალები ხშირად ესხმის უკრაინის ქალაქებს ღამით თავს.
საომარი ვითარების მიუხედავად, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და მის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების კონტურებზე. ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორი შეიძლება იყოს უკრაინასა და რუსეთს შორის მტკიცე კომპრომისი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა