ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 577 რუსული სამიზნე ობიექტი გაანეიტრალა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 574 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 4 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, Х-101-ის ტიპის 19 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა და დაუდგენელი ტიპის 1 რაკეტა გაუშვეს.
რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში 12 ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.