ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს - „ისკანდერის“ ორმა რაკეტამ და 34-მა დრონმა სამიზნეებს მიაღწიეს

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს - „ისკანდერის“ ორმა რაკეტამ და 34-მა დრონმა სამიზნეებს მიაღწიეს

რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით და 97 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ორი მესამედი გაანადგურეს, თუმცა 34-მა სამიზნეებს მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის კუთვნილი 63 დრონი ჩამოაგდეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უპილოტო საფრენმა აპარატებმა ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქების ფრონტის ხაზის ტერიტორიებს დაარტყეს, ხოლო რაკეტებით ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქები დაიბომბა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.