ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 10 რაკეტითა და 270 დრონით შეუტიეს

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 10 რაკეტითა და 270 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 10 რაკეტითა და 270 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 270 „შაჰედის“ ტიპის დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 5 ბალისტიკური და Х-101-ის ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 რაკეტა, 230 დრონი და Х-101-ის ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
„4 რაკეტისა და 40 დრონის დარტყმა 16 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო რაკეტების ნამსხვრევები სამ ლოკაციაზე ჩამოვარდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.