არქივი17 სექტემბერი, 2025, 12:10
უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით და 172 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით და 172 დრონით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და 172 სხვადასხვა ტიპის დრონი გაუშვეს.
რუსული ძალების მიერ გაშვებული რაკეტებისა და 36 დრონის დარტყმა 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 136 რუსული დრონი გაანეიტრალეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.