არქივი29 აგვისტო, 2026, 10:45
უკრაინული მედია - როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქებში, კერძოდ, დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ დრონებით იერიშის შედეგად მათი ლოჯისტიკური ობიექტი დაზიანდა.
ასევე, დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია DNS-ის საწყობშიც.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.