ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს - დაიღუპა 4 ადამიანი

უკრაინული მედია - რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს - დაიღუპა 4 ადამიანი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ კამიანსკეში საწარმოზე მიიტანეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ცნობით, 5 სექტემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე, რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.