არქივი2 თებერვალი, 2026, 22:33
უკრაინული მედია - მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა

მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას დეპუტატზე, ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გონჩარენკოს ცნობით, 3 თებერვალს უკრაინის უმაღლესი რადას მე-15 სესია გაიხსნება და ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სიტყვით გამოვა.
„ხვალ, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა“, - წერს გონჩარენკო „ტელეგრამის“ არხზე.
მარკ რუტეს კიევში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ნატო-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.