არქივი3 თებერვალი, 2026, 14:02
ნატო-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
„მარკ რუტესთან ერთად დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას პატივი მივაგეთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.