ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას - თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს

მარკ რუტე უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას - თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს

რუსეთის ბოლო თავდასხმა ადასტურებს, რომ ის მშვიდობის მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“.
„თუმცა, რუსეთი თავდასხმას აგრძელებს, როგორც ეს გასულ ღამეს გააკეთა. ეს მშვიდობის მიმართ მათ არასერიოზულ განწყობას ადასტურებს“, - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
„არც უკრაინის მეგობრებს და არც თავად უკრაინელებს მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი ან კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება არ სურთ. ნატო წლების განმავლობაში უკრაინის გვერდით იდგება. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.