არქივი12 მარტი, 2026, 11:27
უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ლიდერები განიხილავენ არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხსა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ასევე, ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც იმსჯელებენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.