ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა
16 მარ 202620:47
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შონ, შენი წყალობით, ვიცით, რას ნიშნავს უკრაინის ნამდვილი მეგობარი. შენ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან უკრაინის გვერდით ხარ. ეს დღესაც სიმართლეა და ვიცით, რომ შენ კვლავ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით იქნები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ცნობისთვის, ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა დღეს დილით გამართულ „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმში „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის კარიერაში მესამე ოსკარი მოიპოვა. მსახიობმა დაჯილდოების ცერემონია გამოტოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ