გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური იყო – უკრაინის ხელისუფლება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 641-ე დღეს 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის ჯარებზე, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე 11 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით. ზიანი განიცადა ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებმა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო. რუსული ტერაქტების შედეგად დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება