ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა სამი „სუ-34“ გამანადგურებელი დაკარგეს

რუსულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით „სუ-34“ ტიპის სამი გამანადგურებელი დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, 22 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული დრონის ნაწილზე ოკუპანტების წერილობითი შეტყობინება დარჩა: „მოკვდით, ძუკნებო“.
„შესანიშნავი იდეა! აი, ჩვენი პასუხიც!“ - აღნიშნა ოლეშჩუკმა განადგურებულ რუსული თვითმფრინავების შესახებ საუბრისას.
ამასთან, ოლეშუკს არ დაუკონკრეტებია, თვითმფრინავები ჩამოაგდეს, თუ აეროდრომზე დარტყმით გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.