ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილები ავდეევკა და ბახმუტია

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ერთი დღით ადრე 63 საბრძოლო შეტაკება იყო.
გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 3 შეტევა მოიგერიეს. დონეცკის ოლქში, მარინკის მიმართულებით მოგერიებულია 9 შეტევა, ხოლო ლიმანის მიმართულებით - 12.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ზონად რჩება დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტის და ავდეევკის რაიონები. გენშტაბის თანახმად, ბახმუტის მიმართულებით 28 შეტევა მოიგერიეს, ხოლო ავდეევკასთან - 23.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საყრდენი პუნქტები და ჯავშანტექნიკა, მათ შორის 24-ე და 93-ე მექანიზებული ბრიგადების პოზიციები.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 27 ნოემბერს უკრაინის და რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტის რაიონში, თუმცა რაიმე წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, მსგავსი ვითარება იყო ავდეევკის მიმართულებითაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.