უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი აღმოვაჩინეთ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას უკრაინის საზიანოდ ახორციელებდა. მათ შორის ისინი იკვლევდნენ, რა იქნებოდა მოსახლეობის ქცევა, თუ უნგრეთის ჯარები უკრაინაში შევიდოდა.

სამსახურის ცნობით, დაკავებულია 2 პირი.

“ამ ცენტრის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვაში დაუცველი ადგილების მოძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა: კერძოდ, მათი ქცევის სცენარები რეგიონში უნგრეთის ჯარების შემოსვლის შემთხვევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, საქმეში ორივე ბრალდებულის კურატორი იყო უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, ვისი ვინაობაც უკვე იდენტიფიცირებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს