არქივი9 მაისი, 2025, 16:06
უკრაინაში, ჯაშუშობის ბრალდებით უნგრეთის ორი მოქალაქე დააკავეს - kyiv Post

გამოცემა kyiv Post-ის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) დასავლეთ უკრაინაში უნგრული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა, დაკავებულია ორი პირი.
წყაროს ინფორმაციით, სამხედრო დაზვერვის ქსელი ზაკარპატიასის ტერიტორიაზე პოტენციურ სამიზნეებზე აგროვებდნენ ინფორმაციას და იკვლევდნენ ადგილობრივი მოქალაქეების თავდაცვის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ უნგრეთის სამხედრო ძალები რეგიონში შეიჭრებოდნენ.
გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, არ არის გამორიცხული, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.