ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს კორუფციის ბრალდების გამო გადადგომა სურს

25 აპრილს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოაცხადა, რომ გადადგება მას მერე, რაც ის ეჭვმიტანილი უწოდეს კორუფციის მრავალმილიონიან საქმეში, რომლის გამოძიება მიმდინარეობს.
მიკოლა სოლსკიმ თავისი გადადგომის განაცხადი გაკეთა წერილობით, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ით გაავრცელა.
სტეფანჩუკის თანახმად, სოლსკის განცხადება განიხილება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე. სოლსკის ბრალად ედება 7 მილიონი დოლარის საფასურის მიწების მიტაცება.
თვითონ მინისტრი ამტკიცებს, რომ საქმე ეხება 2017-2018 წლების მოვლენებს და მიწებს, რომლებიც „ჯარისკაცებს გადაეცა კანონის თანახმად“. სოლსკით თანახმად, ის მაშინ არც მინისტრი იყო და არც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ის ადვოკატად მსახურობდა. სოლსკიმ პირობა დადო, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.