ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიბერუსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდების ფონზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა უკრაინის უშიშროების სამსახურის კიბერუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი ილია ვიტიუკი მის მიმართ კორუფციის ბრალდების ფონზე.
ვიტიუკის გათავისუფლების შესახებ განკარგულება ზელენსკის საიტზე გამოქვეყნდა 1 მაისს. არც ზელენსკის, არც უშიშროების სამსახურს და ვიტიუკს საჯარო კომენტარი გათავისუფლების შესახებ არ გაუკეთებიათ.
გათავისუფლებამდე ვიტიუკი შვებულებაში გაუშვეს. აპრილის დასაწყისში, რეპორტიორი, რომელმაც ვიტიუკის სიმდიდრეზე დაწერა სტატია, სამხედრო კომისარიატში დაიბარეს, რამაც უკრაინის მთავარსარდალს უბიძგა, შიდა შემოწმება ჩაეტარებინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.