უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მიკოლა სოლსკის წინასწარი პატიმრობა კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეეფარდა, რომელიც ფოკუსირებულია ბრალდებებზე, რომ ის დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონო შეძენაში მონაწილეობდა. ბრალდებები ეხება 2017-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სოლსკის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნამდე მოხდა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ სოლსკი პატიმრობაში 24 ივნისამდე დარჩება, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, უნდა წაუყენონ თუ არა მას ოფიციალურად ბრალი და წარადგინონ სასამართლო პროცესზე.
სოლსკი ბრალდებებს უარყოფს. მან გუშინ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ ტექნიკურად პოსტზე რჩება, სანამ პარლამენტი მის მოთხოვნას არ განიხილავს

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…