უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული "სუ-34" და "სუ-30" ჩამოაგდეს | გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ 24 დეკემბრის საღამოს რუსული "სუ-30" ჩამოაგდეს. უწყების თქმით, განადგურებულია "სუ-34"-იც, რომელიც მარიუპოლს უტევდა.
"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 2 გამანადგურებელი: "სუ-34" და "სუ-30," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.
ცნობისთცვის, მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით, რუსულ გამანადგურებელ "სუ-34"-ს დაარტყეს. უწყება ასევე ამბობდა, რომ შავ ზღვაში რუსულ "სუ-30-ზე" საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ:
· უკრაინა: 3 რუსული გამანადგურებელი CУ-34 ჩამოვაგდეთ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.