არქივი18 დეკემბერი, 2023, 11:24
„დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან“ - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა საკუთარი „სუ-25“ ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ რუსეთის საზენიტო ძალების მსროლელებმა კვირას რუსული მოიერიშე თვითმფრინავი - „სუ-25“ ჩამოაგდეს.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რუსული „სუ-25“ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგდია. ეს იყო რუსი საზენიტო მსროლელების მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები, რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან! მინუს ერთი ოკუპანტების „სუ-25“ გაგრძელება იქნება“, - წერს ოლეშჩუკი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.