არქივი20 დეკემბერი, 2023, 06:07
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოაგდეს.
„სულ დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი, რომელთაგან 18 უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის მიმართულებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.