ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ გაშვებული 23 "შაჰიდიდან" 18 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 23 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს. ჩამოგდებულია რაკეტაც.
უწყების თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინას დრონებით ოკუპირებული ყირიმიდან უტევდნენ, ხოლო რაკეტა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს.
"საბრძოლო ოპერაციების შედეგად განადგურდა 18 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი Kh-59 ტიპის რაკეტა. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა უკრაინის მინიმუმ 9 რეგიონში," - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.