ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ გაშვებული 11 "შაჰიდიდან" 10 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 11 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 10 გაანადგურეს და ასევე, ერთი რაკეტა.
მათივე თქმით, დრონები ოდესის რეგიონში ჩამოაგდეს, რაკეტა კი დნეპროპეტროვსკის რეგიონში.
"2023 წლის 2 დეკემბრის ღამეს, მტერმა შეუტია 11 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით კონცხ ჩაუდიდან (ყირიმი) და მართვადი საჰაერო რაკეტით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან," - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.