ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინულმა მხარემ რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდო, სამმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდეს, სამმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„2024 წლის 25 ივლისის ღამეს, მტერმა უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის მიზნით, კერძოდ, ოდესის ოლქის სამხრეთით და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში, Shahed-131/136-ის ტიპის 38 დრონი გამოიყენა“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 დრონი რუმინეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უკრაინის რადარებიდან გაქრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.