უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ დრონებით განხორციელებული მასიური შეტევა მოიგერია.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 89 დრონი გაუშვეს.
„ეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევაა. მტერმა ამდენივე დრონი ახალი წლის ღამეს გამოიყენა“, – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
ასევე, უკრაინელებმა ერთი Х-59-ის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის ოლქის მიმართულებით გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “