არქივი23 ივლისი, 2024, 09:53
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1 მართვადი X-69 რაკეტა და 8 დრონი გაუშვეს.
„საჰაერო თავდაცვამ მტრის Shahed – 131/136-ის ტიპის 7 დრონი ჩამოაგდო. აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, მტრის მართვადმა რაკეტამ X-69-მა მიზანს ვერ მიაღწია“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.