არქივი27 დეკემბერი, 2023, 07:22
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 32 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 32 დრონი ჩამოაგდეს.
„რუსმა დამპყრობლებმა, ოკუპირებული ყირიმის-ბალაკლავას და რუსეთის-პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეტევები განახორციელეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილები იღებდნენ მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.