ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 100 დრონით შეუტიეს

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 100 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 100 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში 37 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები დაზარალდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც, ერთი ბავშვი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.