მედია – რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 67 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, პოლტავის, დონეცკის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!