ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 103 დრონით შეუტიეს

მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 103 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 103 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში 41 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 40 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, ჩერკასის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადს დაარტყეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 10 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.