არქივი27 მარტი, 2024, 07:52
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს.
„2024 წლის 27 მარტის ღამეს, მტერმა რუსეთის კურსკის ოლქიდან დრონების გამოყენებით შეტევა განახორციელა“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.