არქივი3 აპრილი, 2024, 05:52
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. „უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ნაწილებმა Shahed-ის ტიპის დრონები ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში გაანადგურეს“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 4 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
ასევე, რუსებმა დონეცკის ოლქს სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.