არქივი23 მარტი, 2024, 07:37
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
„თავდაცვის ძალების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა პოლტავის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის და რუსეთის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.