არქივი6 მარტი, 2024, 06:40
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოაგდეს.
„სამხედრო სამუშაოების შედეგად, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცისა და სუმის ოლქებში Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოვაგდეთ“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 6 მარტის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 5 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 42 დრონი გაუშვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.